ევროპარლამენტარმა და ლიბერალურ-დემოკრატიულმა ალიანსმა (ALDE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. გამოთქვამენ წუხილს, რომ საქართველომ მინიჭებული 12 რეკომენდაციიდან ამ დრომდე მხოლოდ 3 შეასრულა. ამასთან, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ვენეციის სასამართლო რეფორმაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უგულებელყო.
აკრიტიკებენ ეროვნული ბანკის მიერ სანქციების წესის ოთარ ფარცხალაძეზე მორგებას, ე.წ. კარვების კანონსა და ტრენინგების საქმეს და სხვა ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს.
ALDE რეზოლუციით ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო რეფორმები გაატაროს, ასევე, დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციები და დაიწყონ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაყვანის პროცედურა.
გარდა ამისა, გააუქმონ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები, შეწყვიტონ ოპოზიციონერ ლიდერებსა და აქტივისტებზე ძალადობა და ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა.
დოკუმენტი სამი პარტიის ინიციატივით შეიქმნა. საქართველოდან მას ხელს სტრატეგია აღმაშენებელი აწერს. რეზოლუცია 21 ოქტომბერს ბუქარესტში ALDE-ს პარტიების საბჭოზე მიიღეს.